“ნუ მომკლავ” – ზუგდიდში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დღეს განახლდა (ფოტო)

0

ზუგდიდში მიმდინარე სოლოდარობის აქცია ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. ისინი ითხოვდნენ პოლიტიკოსებს განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა ,,სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სიტყვით მაინც გამოვიდა.

მანამდე ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან თენგიზ ჯგუშიას აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოლიდარობის აქციაზე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეიკაოს თავი პოლიტიკური განცხადებებისგან.

ცნობისთვის, ზუგდიდში ლოზუნგებით – „ნუ მომკლავ”, „სისტემა უნდა დაინგრეს” სოლიდარობის აქცია მეორე დღეა იმართება. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ბულვარიდან პროკურატურამდე მსვლელობა მოაწყვეს. მათი მთავარი მოთხოვნაა უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები. აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.