ნუკრი კაპანაძემ მარტვილში მეგობრებთან ერთად შემოქმედებითი საღამო გამართა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მომღერალმა ნუკრი კაპანაძემ მეგობრებთან ერთად შემოქმედებითი საღამო „მიიღე ვარდი და ჩემი გული“ გამართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პიანისტი ნინო გულიაშვილი, კომპოზიტორი ნინო ჩხიკვაძე. საღამოზე მომღერალმა ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა.

საღამოს ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, გულშემატკივრები და მოწვეული სტუმრები.

საღამოს ორგანიზატორები: კომპანია Geo Art Studio და მარტვილის ბიზნესცენტი MBC. პროდიუსერი შიო აბრახამია.