ოკუპირებულ სოხუმში აფეთქება მოხდა – დაღუპულია ერთი ადამიანი

0

ოკუპირებულ სოხუმში, რკინიგზის სადგურსა და ახალ რაიონს შორის მდებარე ნაგავსაყრელზე დაუდგენელი ნივთიერება აფეთქდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, –  ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

აფეთება დაახლოებით 09:50 წუთზე მოხდა.

ე. წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დაღუპულის იდენტიფიცირება სხეულის დაზიანებების გამო ვერ ხერხდება.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ე.წ. პროკურატურა აწარმოებს.