ოკუპირებული გალის პროკურორი ოჩამჩირეში დააყაჩაღეს

0

გალის რაიონის პროკურორის კახა პერტაიას ოჯახი, ოჩამჩირეში დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერჯერობით დაუდგენელმა ნიღბიანმა თავდამსხმელებმა პროკურორის საცხოვრებელი სახლიდან შვიდი მილიონი რუბლი და იარაღის კოლექცია წაიღეს.

როგორც ცნობილია, პერტაიას მამა ბიზნესმენია და ფლობს სავაჭრო ქსელებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. დე ფაქტო აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები აღნიშნულ ფაქტს არ ახმაურებენ და ადგილობრივ მედიასაშუალებებთან კომენტარს არ აკეთებენ.

სხვა ახალი ამბები: