ოპერაცია Ford Escape – ლევან კონჯარიამ ბიუჯეტის თანხები სათავისოდ გამოიყენა

0

ზუგდიდის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ყოფილმა გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარენ კარგად მოირგეს თანამდებობრივი უფლებამოსილება და სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვეს, არახალია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ყოფილი მაღალჩინოსნების უკანონო ქმედება არასოდეს დასჯილა, მით უფრო, სხვადასხვა ფაქტები არც კი გაჟღერებულა. საინფორმაციო სააგენტო smo news-ის წყაროს ინფორმაციით ამის მიზეზი ურთიერთნაცნობობა და იმ პერიოდში ახალ მოდად ქცეული კოჰაბიტაცია გახდა.

ახალი ამბების სააგენტო დღეს მხოლოდ ერთ ფაქტზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან კონჯარიას ეხება.

ლევან კონჯარიამ საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის დღიდან დაიწყო არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სამეგრელოს რეგიონში გავლენის სფეროების ძიება. ახლადდანიშნულმა საკრებულოს თავმჯდომარემ სახელმწიფო ხარჯებით საკუთარი ავტომანქანა, რომელიც მას პირად სარგებლობაში ყავდა სამსახურის ბალანსზე აიყვანა. ავტომანქანა Ford Escape, სახელმწიფო ნომრით NBN -535 სამსახურის ბალანსზე აყვანიდან მესამე დღეს სახელმწიფო ხარჯებით შეარემონტა, გამოუცვალა საბურავები და განახლებული Ford Escape ორ კვირაში კარგ ფასად გაყიდა.

ცნობისათვის, კერძო მანქანის სამსახურის ბალანზე აყვანიდან და მისი შეკეთებიდან მინიმუმ ერთ წლამდე გაყიდვა დაუშვებელია და სერიოზულ კანონდარღვევად ითვლება. აღნიშნულ ფაქტზე არც მაშინ, როცა ლევან კონჯარია საკრებულოს ხელმძღვანელობდა და არც შემდეგ პერიოდში არ მომხდარა რეაგირება. ლევან კონჯარია დღესაც ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრია, რომელიც სხდომებს სამ თვეში ერთხელ ესწრება.

ლევან კონჯარია სავარაუდოდ ქალაქ ზუგდიდისთვის ისევ იბრძოლებს “ნაციონალური მოძრაობიდან”. საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს “ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგენს.