ოქტომბრის ბოლოს ზუგდიდში ყინულის მოედანი გაიხსნება

0

ზუგდიდში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული ყინულის მოედნის სარემონტო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. როგორც ქალაქ ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა აცხადებს ყინულის მოედანი ოფიციალურად ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება.

დაზიანებული ყინულის მოედნის სარემონტო სამუშაოები ზუგდიდში 30 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. აღდგენით სამუშაოებს კომპანია “იუნაიტედ მასტერსი”ახორცელებს. გია გულორდავას ინფორმაციით ყინულის მოედნის აღდგენითი სამუშაოებისთვის 154 127,97 ლარი დაიხარჯა. მისივე განმარტებით, იქვე, პრევენციისთვის მონტაჟდება სპეციალური კონსტრუქცია, რომელიც უხვი ნალექის დაგროვების შემთხვევაში სპეციალისტების უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს.

ცნობისათვის, აღნიშნული პროექტის მთლიანი ღირებულება ზუგდიდის მერიას 5 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

სხვა ახალი ამბები: