ორი სახლი, ერთი ბინა და საბანკო ანგარიშები – რა ქონებას ფლობს პრემიერობის კანდიდატი?

0

kvirikashviliiiiსაქართველოს პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა 1991 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტი დაამთავრა, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო ეკონომიკის მიმართულებით. კვირიკაშვილს ფინანსების მაგისტრის ხარისხი ილინოისის უნივერსიტეტში აქვს დაცული.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ძირითადად „ქართუ ბანკში“ მუშაობდა. 2006-2011 წლებში ივანიშვილის ბანკის გენერალური დირექტორიც იყო.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სახელზე ორი საცხოვრებელი სახლი, ერთი ბინა და ორი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. საცხოვრებელი სახლი, თბილისი, ზოვრეთის ქ. 25, ფართობი- 190.00 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, დუშეთის რაიონი სოფ. ქვეშეთი, ფართობი- 250. 00 კვ.მ. ბინა გიორგი კვირიკაშვილს სამგორის რაიონში აქვს.

გიორგი კვირიკაშვილს ძირითადად „ქართუ ბანკში“ აქვს თანხა შეტანილი. „ქართუ ბანკში“ მისი ანგარიშები ასე გამოიყურება: 14 000 GEL(დებეტი), 10 000 USD(დებეტი), 5 000 EUR, TBC ბანკში კი პრემიერობის კანდიდატს 4 930 USD აქვს პირად ანგარიშზე.

2014-2015 წლებში ეკონნომიკის მინისტრობის პერიოდში მან ხელფასის სახით  81 250 ლარი აიღო. მისი ყოველთვიური ხელფასი დაახლობით 6 770 ლარი იყო.