ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, 4 128 მეტრის მანძილზე ასფალტის საფარი დაიგება. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო და 2018 წლის იანვარში დასრულდება. 

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრეების, მიერთებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.

წლების განმავლობაში საავტომობილო გზა ავარიული იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა მგზავრების გადაადგილებას.

ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. 

სხვა ახალი ამბები: