ოთარ ჭითანავა: “ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუშალოთ “ნაციონალების” გამარჯვებას ზუგდიდში”

0

დღეს, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ ჭითანავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსის მაჟორიტარ კანდიდატად წარგენის შესახებ ბრიფინგი გამართა. ოთარ ჭითანავამ ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, არ მოტყუვდნენ არჩევანის გაკეთებისას.

“ჩემო ზუგდიდელებო იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ არ მოვტყუვდეთ, როგორც ეს მოხდა ზუგდიდში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველას ძალიან სამარცხვინო ამბავი შეგვემთხვა, როცა ახალაიამ გაიმარჯვა და ეს ამბავი მოხდა “ქართული ოცნების” არაკომპეტენტურობით, საარჩევნო საქმის არცოდნით, უსაფუძვლო ოპტიმიზმით და თავდაჯერებულობით, ვითომ საქმის კეთებით და ივანიშვილის მოტყუებით.

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას ვინც აპირებს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერას, არ დაუშვათ ეს საბედსწერო შეცდომა. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია” დღეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მისცემს უფლებას სააკაშვილმა მოახერხოს ხელახლა ხელისუფლებაში მოსვლა და ჩვენი ქვეყნის წარსულში დაბრუნება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს კანონის ფარგლებში, რათა ხელი შევუშალოთ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებას ზუგდიდში. ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის ბოლომდე, ვიბრძოლებთ თავდაუზოგავად, რადგან ჩვენ მხარეს არის სიმართლე და სიმართლე როგორც მოგეხსენებათ არის ერთი, ისევე როგორც ჩვენი ზუგდიდი, რომელსაც ყველა ზუგდიდელმა უნდა ვემსახუროთ”-აღნიშნა ოთარ ჭითანავამ.

სხვა ახალი ამბები: