ოთარ დანელია: “ჩემი რესურსი ეკუთვნის ქვეყანას და მე დღეს ეს სისრულეში მოვიყვანე”

0

„ბევრჯერ მითქვამს და განვმეორდები, რომ ჩემი რესურსი ეკუთვნის ქვეყანას და შესაბამისად, სადაც ჩემი რესურსის გამოყენების აუცილებლობა იქნებოდა, მე იქ ვიქნებოდი და მე დღეს ეს სისრულეში მოვიყვანე,“ – ამის შესახებ მარტვილსა და აბაშაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

დანელიას თქმით, მისი დეპუტატობის კანდიდატად დასახელება ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა.

“ეს იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე გვქონდა არაერთი კონსულტაცია პრემიერ-მინისტრთან, გუნდში ზოგადად და ჩავთავლეთ, რომ ამ ეტაპზე ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რათა კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ სამეგრელოს და სრულიად საქართველოს. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვბანია ის რესურსი,რომელიც არის მობილიზებული მოხმარდეს ხალხს იმ სიკეთისთვის, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ”- განაცხადა სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილმა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარადგინა.

სხვა ახალი ამბები: