ოთარ დანელია სენაკში სტიქიის შედეგებს გაეცნო

0

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორ ლევან შონიასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა დგებუაძესთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნო.

ახალსოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დამბა გაარღვია. დატბორილია 20-მდე საცხოვრებელი სახლი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

,,დაახლოებით 2 ათას ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული მთლიანად წყლით იყო დაფარული. ამ ეტაპზე წყლის დონემ დაიწია და 600 ჰა-მდე დატბორილი ფართობია დარჩენილი. სამელიორაციო ტექნიკა აქტიურად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს ფართობების დრენირება და ზარალის დამთვლელმა კომისიამ შეძლოს ზარალის შეფასება. მას შემდეგ, რაც კომისია დაასრულებს მუშაობას და დასკვნას მოგვაწვდის, გადაწყდება თუ რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.