ოთხბალიანი შტორმი ანაკლიაში და დაზარალებული მოსახლეობა სოფელ დარჩელში

0

ანაკლიაში ძლიერმა ქარისა და წვიმის შედეგად 4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. საბედნიეროდ ადგილობრივები არ დაზარალებულან. ამ დროითვის ანაკლიის სანაპიროზე სიმშვიდეა. ადგილზე ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია იმყოფებოდა.

ანაკლიისგან განსხვავებით სამი მოსახლე დაზარალდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში. ძლიერმა ქარმა სამ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. გამგეობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად  სტიქიით დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ლაშა გოგიამ smo news-თან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ შესაბამისი კომისია მიყენებულ ზარალს ითვლის და მისი ანაზღაურება უმოკლეს ვადებში მოხდება.

“სტიქიისგან დაცული სამწუხაროდ არ ვართ, თუმცა ყოველთვის ფხიზლად ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი მოსახლეობის გვერდით ვიყოთ ნებისმიერ დროს და მომენტში. ჩვენ ადგილზე გავეცანით დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას და ზარალის ანაზღაურება უმოკლეს ვადებში მოხდება”,-განაცხადა ლაშა გოგიამ.