“პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ზუგდიდში წინასააჩევნო მარათონი მსვლელობით დაასრულა (ვიდეო)

0

პოლიტიკურმა ბლოკმა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაასრულა. პარტიის ოფისიდან კანდიდატები, აქტივისტები და მხარდამჭერები მერაბ კოსტავას ბიუსტისკენ გაემართნენ.

მსვლელობას ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ ცხენოსნები მიუძღოდნენ. კოსტავას ბიუსტთან შეკრებილ ამომრჩევლებს კანდიდატებმა სიტყვით მიმართეს.

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვახტანგ ცხადაიას თქმით, პარტიას ათასობით ზუგდიდელი უჭერს მხარს და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში,მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს მოუგვარებენ. მან სამეგრელოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისთვის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.

სხვა ახალი ამბები: