პაატა ბურჭულაძემ განმუხურში “სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

0

პაატა ბურჭულაძემ განმუხურის ამფითეატრში პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგენა.

სამეგრელოს რეგიონში კანდიდატები იქნებიან: ქალაქ ზუგდიდი – ვახტანგ ცხადაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – ბესიკ თოდუა, წალენჯიხა-ჩხორიწყუ – გიორგი ხარჩილავა, სენაკი – გურამ მისაბიშვილი; ხობი -კახა ნადარაია; მარტვილი-აბაშა – დავით თოფურია და ქალაქ ფოთში -კოტე კმულარაია. რაც შეეხება, მესტიას, ამბროლაურს, ონს, ლენტეხსა და ცაგერს, აქ მაჟორიტარობის კანდიდატი როსტომ ცხვედიანი იქნება.

საინფორმაციო სააგენტო smo news გთავაზობთ გიორგი ხარჩილავას კომენტარს. სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მისი პარტიის სახით ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს განმთლიანებას შეძლებს. მან სიტყვით გამოსვლისას, აფხაზებს მიმართა და აღნიშნა, რომ აფხაზებს შეუძლიათ ენდონ მას და მის პარტიას.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: