პაატა ბურჭულაძემ წალენჯიხაში მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

0

“სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი წალენჯიხას მეორედ ესტუმრა. პაატა ბურჭულაძემ დღეს წალენჯიხელ ამომრჩევლებს წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ელგუჯა ფიფია წარუდგინა. შეხვედრა რესტორან ლაკადას ახლადგარემონტებულ დარბაზში ჩატარდა.

“ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც აღზრდის განათლებულ ქართველს, გვჭირდებს ისეთი სოციალური სისტემა, რომელიც ღირსეულ ადამიანებად აგრძნობინებს თავს პენსიონერებს. ჩვენ გვჭირდება სოფლის მეურნეობაზე, განვითარებაზე ორიენტირებული გვჭირდება საჯარო მოხელე, როემლიც არ არის დახარბებული პრივილეგიებს, პრემიებს და გულითადად ემსახურება საკუთარ ხალხს. ეს არის სწორედ სახელმწიფო ხალხისთვის. ასეთ სახელმწიფოს აშენებენ პატრიოტები და იდეალისტები, ასეთ სახელმწიფოს ვერ ააშენებენ ვაჭრები, მსტოვრები და კარიერისტები და დღეს აქ პატრიოტების და იდეალისტების ერთობაა”,-აცხადებს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა.

სხვა ახალი ამბები: