პაატა ლაგვილავა – ენმ-ს განცხადებები მორიგი ცილისმწამლებლური კამპანიაა

0

“ენმ-ს განცხადებები მორიგი ცილისმწამლებლური კამპანიაა, რომელიც სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის იმიჯის შელახვას ისახავს მიზნად,”-ასე გამოეხმაურო სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა ენმ-ს ზუგდიდს ოფისის თავმჯდომარის ბრალდებებს.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დაკავებულია, მხოლოდ რეგიონისთვის საჭირო პროექტების განხორციელებით, რაც შეეხება ცილისმწამლებურ კამპანიას, რომელსაც ნაცონალური მოძრაობის წარომადგენლები წლების განმავლობაში ეწევიან, ემსახურება გუბერნატორის საქმიანი იმიჯის და რეპუტაციის შელახვას. რეგიონში გუბენრატორის ჩამოსვლის პირველი დღიდან ისინი ყველა ბინძურ ხერხს მიმართავენს ლევან შონიას დისკრედიტაციისთვის, რადგან ის წარმატებული და კარგი მენეჯერია. კონტრაბანდის წინააღმდეგ ეფექტურად იბრძვის სახელმწიფო. შესაბამისი უწყებების ნაყოფიერი მუშაობის შედეგად არაერთხელ მოხდა კონტრაბანდული საქონლის ამოღება. გასულ წელს ამ მუხლით 64 ფაქტი გამოვლინდა და ამოღებულია – დაახლოებით 557 600 კოლოფი,”-განაცხადა ლაგვილავამ.