პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს

0

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მმართველი გუნდი სწორედ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე ჩამოყალიბდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უმრავლესობა საერთო ჯამში ოთხ კანდიდატურას განიხილავდა.

ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია, დაასახელებს თუ არა დღეს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, როგორც ეს ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 იანვარს დააანონსა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს, სექტემბრიდან ვაკანტურია. წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრისით ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს.

სხვა ახალი ამბები: