პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს

0

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს.
ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ინფორმაცია ორშაბათს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა იმის გამო, რომ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, პარტიის დატოვების შესახებ განცხადებას დღეს აკეთებს.

„დღეს ნამდვილად არ ვგეგმავდი თქვენს შეწუხებას, მაგრამ მოხდა ისე, რომ ინფორმაციამ, რომელიც ორშაბათს უნდა გამხდარიყო ცნობილი საზოგადოებისთვის, დღეს გაჟონა.
ვწუხვარ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები, მედიის საშუალებით შეიტყობენ ამ ამბავს.

ვადასტურებ, რომ მივიღე ადამიანურად ძალიან მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება, „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ. ვაგრძელებ აქტიურ პოლიტიურ საქმიანობას ოპოზიციურ ველზე, მაგრამ ეს უკვე იქნება ცოტა სხვა ტიპის საქმიანობა და არა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდოამრის თქმით, სამომავლო გეგმებზე ორი-სამი თვის შემდეგ ისაუბრებს, მანამდე კი, ინტენსიური მოლაპარაკებების რეჟიმში იქნება.

სხვა ახალი ამბები: