პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” მესტიის რაიონის შტაბის სრულმა შემადგენლობამ დატოვა

0

პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” მესტიის რაიონის შტაბის სრულმა შემადგენლობამ – სულ 60-მდე წევრმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას, ამავე პარტიის მესტიის ორგანიზაციის უკვე ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ნოდარ საბანაძე ავრცელებს.

საბანაძის განცხადებით “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისათვის“ ორგანიზაცია დაკეტილია და მესტიაში ბურჭულაძის პარტიის შტაბი აღარ არსებობს. მიზეზად საბანაძე კოალიციურ შემადგენლობას და მათ ხედვებს ასახელებს.

“როდესაც პარტია შექმნა, ახალი სახე გვეგონა ბურჭულაძე, რომელიც გაუსვრელი იყო და სუფთა ფურცლიდან იწყებდა. დიდი სიხარულით, ენერგიით, ხალისით გვერდში ვედექით. თუმცა, ბოლო დროს სიტუაცია აირია. დღეს ჩემს ადგილს ამ პარტიაში ვერ ვხედავ. არ მინდა, მათთან არანაირი კავშირი მქონდეს. არ მომწონს არც კოალიციური შემადგენლობა და არ ვეთანხმები არც მათ ხედვებს. არ გვინდოდა, პარტიის ხელმძღვანელთან შეხვედრის გარეშე ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა კავშირის მცდელობის მიუხედავად მათთან კომუნიკაცია, შეხვედრა შეუძლებელი აღმოჩნდა“,-აცხადებს ნოდარ საბანაძე.

სხვა ახალი ამბები: