პატრიარქი: – თუ ბოროტია ადამიანი, ის დგება, ირჩევს მარცხენა მხარეს, თუ კეთილია მარჯვენას

0

“ღმერთი არ სჯის ადამიანს, ხშირ შემთხვევაში თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს”, – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის დროს ბრძანა. პატრიარქმა აქვე დასძინა, რომ:

“მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს, ადამიანი ირჩევს მარჯვნივ დადგება თუ მარცხნივ. თუ ბოროტია ადამიანი, ის დგება, ირჩევს მარცხენა მხარეს, თუ კეთილია მარჯვენას. ბოროტი ადამიანი, უფალმა, მარჯვენა მხარეს რომ დააყენოს, ის ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას.  ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავის ადგილი.

საქართველო არის წილხვედრი წმიდისა ღვთისმშობლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გვეწევა ჩვენ, მომავალშიც შეგვეწევა. არ უნდა გაგვიტყდეს იმედი, იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა, იმედი მომავლისა”, –  ბრძანა პატრიარქმა.

სხვა ახალი ამბები: