“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები მოინახულა

0

პოლიტიკური პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო კვარაცხელიამ დღეს ე.წ “რაიონული საავადმყოფოს” ეზოში მოშიმშილე დევნილები მოინახულა. კვარაცხელია დევნილთა პრობლემებს და ძირითად მოთხოვნებს პირადად გაეცნო. ნინო კვარაცხელიამ smo news-თან განაცხადა, რომ დევნილები სასწრაფო და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ.

“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დევნილთა სამინისტროს, ყურად იღონ მოშიმშილე დევნილების მოთხოვნები და დაუყონებლივ იქნეს ისინი დაკმაყოფილებულნი.

“მე დღეს გავეცანი მათ კონკრეტულ მოთხოვნებს, ასევე ვნახე მათი საცხოვრებელი პირობები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის კატასტროფა. ეს ადამიანები არაფერს ითხოვენ შეუძლებელს, ამიტყომაც საჭიროა მათ მიექცეს სათანადო ყურადღება და თითოეული ოჯახი იქნას დაკმაყოფილებული ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობით. მე, როგორც “პატრიოტთა ალიანის” წარმომადგენელი მოვუწოდებ ხელისუფლებას, უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ ადამიანების რეალური პრობლემით”-განაცხადა ნინო კვარაცხელიამ.

ცნობისათვის, ზუგდიდში დევნილები უკვე კვირაზე მეტია შიმშილობის აქციას მართავენ. მათ სხვადასხვა მოთხოვბნები აქვთ, მათ შორის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. ხუთმა დევნილმა პირი ამოიკერა.

სხვა ახალი ამბები: