ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფოთში მშენებარე სტადიონი მოინახულა

0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დღეს ფოთში იმყოფებოდა. იგი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისა და მინდვრის მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ლევან კობიაშვილთან ერთად სტაიონზე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მერის მოადგილე ირაკლი თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სტადიონის მოედნის მწვანე საფარის მოწყობისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს.

ფოთში სტადიონის მშენებლობას კომპანია “ელიტა ბურჯი” ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 863 000 ლარია. იგი რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.