ფესტივალი “ლეგენდა მარტვილზე” გაიხსნა

0

17 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტში ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალის “ლეგენდა მარტვილზე“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს, პერუს, რუმინეთის, ჩეხეთის და ბელორუსიის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს.

მონაწილეებმა კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. საზეიმო გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.

ფესტივალი გრძელდება ჩხოროწყუს, ხონის და აბაშის მუნიციპალიტეტებში. ღონისძიების საზეიმო დახურვა მარტვილში 20 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.