პოპულარული თურქი მსახიობი ტოლგაჰან საიშმანი მალე დაქორწინდება (ფოტო)

0

9ტოლგაჰან საიშმანი თურქეტში ცნობილი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. ის თურქეთის ქალაქ  სტამბულში 1981 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. ტოლგაჰანის მამა საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან არის, ხოლო დედა თურქეთის ქალაქ ტრაპზონიდან. მომავალმა მსახიობმა სტამბულიოს უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა, თუმცა არჩეული პროფესიით არასოდეს უმუშავია.

2001 წელს ტოლგაჰან საიშმანმა მოდელების კონკურსში სახელწოდებით ”ტურქეთის მომავალი მოდელები” გრან პრი მოიპოვა. სწორედ ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ გახდა პოპულარული. მან მოწვევები მიიღო ფილმების გადაღებებზე და მოგვიანებით თურქული სერიალების ვარსკვლავი გახდა. 2005 წლს წარმატებულმა მსახიობმა და მოდელმა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწია. ის პრესტიჟული კონკურსის ”manhunt internatiaonal”-ის გამარჯვებულიც გახდა. ამის შემდეგ კი სერიალების ვარსკვლავი ტელეგადაცემების წამყვანად მიიწვიეს და წარმატებული ტელეწამყვანიც გახდა.

ტოლგაჰან საიშმანი ტელესერიალ ”ტიტების დრო” პირველი და მეორე სეზონის გადაღებისას ამავე სერიალში მონაწილე სირენაი სარიკაის ხვდებოსა (სარიკაი იეშემის როლის შემსრულებელია), თუმცა 2012 წლის დასაწყისში ისინი დაშორდნენ და საიშმანმა ურთიერთობა ”მის თურქეთი-2007”-ის გამარჯვებულთან, სელენ საიდერთან განაგრძო (სელენ საიდერი ტელესერიალ ”ტიტების დრო”-ში ტოპრაკის როლის შემსრულებელია).

ტოლგაჰან საიშმანისა და სელენ საიდერის ურთიერთობა დღემდე გრძელდება. როგორც თურქული ინტერნეტ გამოცემები იტყობინებიან, საიშმანმა საიდერი უკვე დანიშნა და თურქი თაყვანისმცემლები მათ ქორწილს დეკემბერში ელოდება.

ცნობილი თურქი მსახიობი ამჯერად გატაცებულია ფეხბურთით და მას ნაკლებად აინტერესებს მსახიობობა და მოდელობა. ადვილად მოსალოდნელია, რომ პოპულარულმა თურქმა მოდელმა და მსახიობმატოლგაჰან საიშმანმა საკუთარი ძალები ფეხბურთშიც მოსინჯოს.

სხვა ახალი ამბები: