ფოთელ პედაგოგებს პროფესიული დღე ქალაქის მერმა მიულოცა

0

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძება მოეწყო, რომელსაც ფოთის მერი ირაკლი კაკულია,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო მასწავლებლებს სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოზარდი თაობის სწავლა–აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ქალაქის განათლების სისტემის განვითარებაში აქტიური მონაწილეობისათვის ქალაქის ღვაწლმოსილი პედაგოგი
კლარა წურწუმია დააჯილდოვეს.

წარმატებული მასწავლებლები ფულადი პრემიითა და სიგელებით დააჯილდოვა „ნელი გეგეშიძის“ ფონდმა და „ეი პი ემ ტერმინალს“-მა. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ცნობილმა მომღერალმა ლაშა ღლონტმა და „თბილისურმა კვარტეტმა“ პროფესიული დღე მასწავლებლებს თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს.

ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებების კოორდინაციის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

სხვა ახალი ამბები: