ფოთი ახალი საკრებულოს და საკანონმდებლო ორგანოს ახალი ხელმძღვანელის მოლოდინში

0

ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 21 ოქტომბერს ხალხის მიერ არჩეული ახალი საკრებულოს 25 წევრი 20 ნოემბერს პირველად შეიკრიბება. გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულო იმავე დღეს აირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს, ამ შემთხვევაში გამარჯვებული პარტიის, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ნომერს, პარტია “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ეყოლება და აღნიშნულ თანამდებობას აკაკი დარჯანია დაიკავებს. რაც შეეხება საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციას, მას ზურაბ ჩაჩუა უხელმძღვანელებს.

ცნობისათვის, ფოთის მეექვსე მოწვევის საკრებულოში 25 წევრიდან 18 „ქართულ ოცნებას“, 2 „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 „ევროპულ საქართველოს“, 1 „პატრიოტთა ალიანს“, 1 „საქართველოს ლეოიბორისტულ პარტიას“ და 1 წევრი „შენების მოძრაობას“ეყოლება.

სხვა ახალი ამბები: