ფოთი-ყულევის სანაპიროზე 4-5 ბალიან შტორმს ელოდებიან

0

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ხვალიდან 4-5 ბალიან შტორმს ელოდებიან. ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, სანაპირო ზოლზე, ზღვის ღელვის მომატება ხვალიდან დაფიქსირდება და 4-5 ბალს მიაღწევს.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები გამოდარებას 31 მარტიდან ელოდებიან.