ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

0

ფესტივალი დღეს დაიწყო და 20 ივლისს დასრულდება. იგი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს მე-11 იმართება. მასში 12 ქვეყნი 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს. ფესტივალის გახსნას ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 10 სხვადასხვა ტურნირი გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ფოთის საჭადრაკო სკოლა, ხოლო გენერალური სპონსორი კი “პაშა ბანკი”.
ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.

სხვა ახალი ამბები: