ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭუბერში საკვები პროდუქტები ჩაიტანეს

0

ქალაქ ფოთის საკრებულოს თვმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ და საკრებულოს წევრებმა ჭუბერში დაზარალებულთა დასახმარებლად საკვები პროდუქტები ჩაიტანეს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საკრებულოს წევრების ინიციატივას მოსახლეობა და ქალაქში არსებული კერძო ბიზნესის წარმომადგენლები შეუერთდნენ. შპს „ხალიბი“, შპს „პეისი“, შპს „კავტრექსი“, შპს „ინსტრა“, შპს „ტრანსფორდი“, შპს „აისბერგი“, შპს „აჭარა“, შპს „კოლხი-21“, შპს „აისბერგი -2“, შპს „სათნო“, შპს „სერვის +“, შპს „სოფმარი“, შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპი“, შპს “მოულდს ენდ მეტალჯორჯია”, შპს „ლოჯიტექსი“, შპს „ შავი ზღვის აკვაკულტურის კომპანია“ და სოსო წულაია.

შეძენილი პროდუქტები მუნიციპალიტეტის შენობაში შეგროვდა.

სოფელ ჭუბერში, 5 ივლისს, მდინარე ნენსკრას ადიდებამ მთის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია და სტიქიის შედეგად, დაზიანდა ხიდები და საცხოვრებელი სახლები, დაიტბორა სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.