ფოთის “გეზ”-ი პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერ

0

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია,ფოთის მერი ირაკლი კაკულია მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა. მინისტრმა ადგილზე მოისმინა ინფორმაცია საქონლის საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურების შესახებ.

ფოთის გეზ-ი დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა დაათვალიერა. მედია ტური ფოთის გეზ-ში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ფოთის გეზ-ის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, სადაც ხორციელდება ტვირთებისა და სურსათის სასაზღვრო კონტროლი, ასევე, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება.

დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის სპეციალური დანიშნულების ძაღლების საშუალებით, კონტრაბანდული საქონელის აღმოჩენის იმიტირებულ პროცესს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს საბაჟო სისტემა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კომფორტული მომხმარებლებისთვის“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: