ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავს

0

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია ფოთის ბიუროში ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავს და მათ პრობლემებს ისმენს. ხახუბია უკვე რამდენიმე დღეა საკუთარ ქალაქში იმყოფება და ადგილზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასაც აქტიურად ეცნობა.

ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას რამდენიმე საათი დაუთმო. მოქალაქეები მათ მიერ არჩეულ დეპუტატს იმ პრობლემებზე ესაუბრებიან, რომელიც ინდივიდუალურად აწუხებთ. თავისთავად მაჟორიტარმა დაპირებები პრობლემების მოგვარების შესახებ კიდევ ერთხელგასცა.

ცნობისათვის, ირაკლი ხახუბიას შეხვედრები ქონდა ასევე “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ზურაბ ჩაჩუასთან და ქალაქ ფოთის მერთა ირაკლი კაკულიასთან. მაჟორიტარმა დეპუტატმა მათთან მიმდინარე წელს ქალაქ ფოთში დაგეგმილი პროექტები განიხილა.

სხვა ახალი ამბები: