ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ყველა დაპირების შესრულებაზე ვალდებულებას იღებს

0

როგორ უნდა მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები ფოთში – ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს და ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის დეტალებზე დღეს „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთის, კუნძულის უბანში ამომრჩეველთან მრავალრიცხოვან შეკრებაზე ისაუბრა.

ირაკლი ხახუბიამ განმარტა რომ მისი წარსული და პრაქტიკული გამოცდილება წარმატების საწინდარია და ის საპარლამენტო მოღვაწეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნესისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა. ხელისუფლების ლოიალური საგადასახადო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში და კონკრეტულად ფოთში მომდევნო წლებში მეტი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას შექმნის.

ირაკლი ხახუბია აცხადებს, რომ იგი ვალდებულებას იღებს ყველა დაპირების შესრულებაზე მათ შორის ახალგაზრდების თხოვნით ერთ-ერთი პრიორიტეტული კი ქალაქში სტადიონის მიმდინარე მშენებლობის უმოკლეს ვადებში დასრულება იქნება.

სხვა ახალი ამბები: