ფოთის მერი ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პროეტების შესახებ ესაუბრა

0

ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ნაბადის უბანში, ჯიქიას ქ. # 5, # 7 და # 9 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროეტების შესახებ ესაუბრა.

აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსებში ფოთის მუნიციპალიტეტი, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით შიდა საკანალიზაციო ქსელს მოაწესრიგებს.სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ქალაქში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის 760 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 543 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან. პროექტის მიხედვით შიდა საკანალიზაციო ქსელი 35 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდება.

მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელსაც განხორციელდა. პროექტის მიხედვით,საკანალიზაციო სისტემა 26 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდა,რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 588 ათას 690 ლარი

სხვა ახალი ამბები: