ფოთის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ხვდება

0

ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია მალთაყვის უბანში , გურიის ქუჩის # 183 და # 185 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

მოსახლეობამ მთავარ პრობლემად მრავალსართულიანი კორპუსების დაზიანებული სახურავი დაასახელა. ირაკლი კაკულიას განცხადებით, აღნიშნული კორპუსების გადახურვის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გარდა ამისა,ორივე კორპუსში მოხდება ლიფტების რეაბილიტაცია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

სხვა ახალი ამბები: