ფოთის მერი გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლებს შეხვდა

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილესთან ირაკლი თოფურიასთან, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) “იძულებით გადაადგილებულ პირთა – კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში” პროექტის მენეჯერს დანიელა ბეზესა და პროექტის შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების მონიტორინგი და შეფასება.

ქალაქ ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრაზე საუბარი განხორციელებული პროექტების შეფასებასთან ერთად, სამომავლო გეგმებსაც შეეხო.