ფოთის მერი მალთაყვის სანაპირო ზოლზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მალთაყვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით , ბულვარის სიგრძე 800 მ გაიზრდება და მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყობა. განხორციელდება მცირე არქიტექტურული ფორმებისა და საყვავილეების, გარე განათების სისტემის მონტაჟი.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კოპმპანია „ანტ სტროი ლტდ 2016“ ახორციელებს.