ფოთის მერი თევზის გადამამუშავებელი ქარხნების ხელმძღვანელებს შეხვდა

0

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია თევზის გადამამუშავებელი საწარმოების შპს „აისბერგ-2“-ის, შპს “შავი ზღვის პროდუქტები“-სა და შპს „მადაის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი ქარხნების სამუშაო და პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესში ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების დაცვას შეეხო.

„უნდა გატარდეს მაქსიმალური ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სუნი. მისასალმებელია, რომ ფოთში თევზის მრეწველობა ვითარდება და პროდუქცია ექსპორტზე გადის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი თანაქალაქელების დისკომფორტის ხარჯზე“-აღნიშნა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ქალაქის მერი მზადაა  ერთობლივი ღონისძიებების გასატარებლად ,რათა დაჩქარდეს პრობლემის მოგვარება . შეხვედრაზე განიხილეს ყველა ფაქტორი, რაც ხელს უშლის თევზის გემებიდან დროულად გადმოტვირთვას, ქარხნებამდე ტრანსპორტირებას და მის დამუშავებას.

სხვა ახალი ამბები: