ფოთის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

0

ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ და მიღწეული გამარჯვება მიულოცეს.

15 -19 თებერვალს , მარნეულში ჩატარდა კრივში საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის , სადაც ფოთელი მოკრივეები საპრიზო ადგილებზე გავიდნენ : ბადრი ხუციშვილი (64კგ) – I ადგილი, გიორგი კაჭარავა (81კგ) – II ადგილი, ჯანო ჯანაშია (91კგ) – III ადგილი ,დავით ნარსია( 75კგ) – III ადგილი.

ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეთა ტრიუმფალური შედეგით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ქ. თბილისში. 13 წლის გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური (რუმინეთი- 21-30 აპრილი) მოიპოვა ელენე წოწონავამ.

13 წლის ჭაბუკთა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა აკაკი ყალიჩავა.
13 წლის გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი ერგო დიანა ლომაიას,
ხოლო 11 წლის ჭაბუკთა შორის ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა თეიმურაზ კვიკვინია.

14-15 თებერვალს ,ზესტაფონში ჭიდაობა სამბოში ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ,სადაც ფოთელმა მოჭიდავეებმა ოთარ ოჩიგავამ (სამბო) და დავით დგებიამ (ძიუდო)მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

სხვა ახალი ამბები: