ფოთის მერიამ შპს ,,ლუკა“-სთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ლუკას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, ქალაქ ფოთში, აგრარული ბაზრისა და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის მოწესრიგება.

მემორანდუმის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და გზის ძირითად ნაწილზე დაიგება ბეტონის საფარი, კეთილმოეწყობა ტროტუარი შოთა მეგრელიშვილის სანაპიროზე, გაკეთდება განათების ბოძები..

მემორანდუმში შემავალი ტერიტორიის მოვლა–პატრონობას შპს ,,ლუკა“ უზრუნველყოფს თავისი ხარჯებით უსასყიდლოდ.

სხვა ახალი ამბები: