ფოთის მერიის წარმომადგენლები სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთვნენ

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლები, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” მიერ ორგანიზებულ, სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთვნენ.

სისხლის ჩაბარების აქცია დედაქალაქიდან ჩამოსულმა, სისხლის ბანკის წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს.

მასში ადგილობრივი ხელისუფლების, ” ევექსის” ფოთის 2 კლინიკის – ფოთის ჰოსპიტალის და ფოთის პოლიკლინიკის თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.