ფოთის მერმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

0

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგარზდა რეფორმატორთა ასოციაციის“  ინიციატივით და  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ფოთში გამწვანების აქცია მოეწყო,რომელშიც ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ მერის მოადგილეება,მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა აქციის ფარგლებში, ნიკოლაძის სანაპირო ზოლზე 50 ძირი კიპარისის  ხე და 35 ძირი მარადმწავენ ბუჩქი დაირგო.

„ფოთელი სტუდენტების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო  ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  ორგანიზებით, უკვე მესამე წელია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ტარდება.მინდა მადლობა უთხრა ამ ახალგაზრდებს . ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გვქონდეს გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი“-განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

სხვა ახალი ამბები: