ფოთის მერმა კაცაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი მოინახულა, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება

0

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილესთან ირაკლი თოფურიასთან ერთად კაცაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი მოინახულა.

სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და დემონტაჟს ექვემდებარება. მასში ამჯერად 2 ოჯახი ცხოვრობს, რომლის საცხოვრებელი ფართის პრობლემის მოგვარებაზე ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს.

სახლის მაცხოვრებლებთან შეხვედრას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თორნიკე შონია და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.