ფოთის მერმა მალთაყვის სანაპირო ზოლი დაათვალიერა

0

„ზღვის სანაპიროს რეცხვის პროცესი ქალაქის ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემაა, რომლის შეჩერება კონსტრუქციული ზომების მიღებით და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით უნდა მოხდეს “ _ განაცხადა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ, მალთაყვის სანაპირო ზოლის დათვალიერებისას.

ქალაქის მერი ტერიტორიაზე, სადაც მდინარე კაპარჭა ზღვას უერთდება, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა. მან ის ადგილები დაათვალიერა, სადაც ნაპირის რეცხვის და მოსილვის პროცესი, თვითნებურად მიმდინარეობს.