ფოთის მერმა მალთაყვის სანაპირო ზოლის განაშენიანებასთან დაკავშირებით სამუსაო შეხვედრა გამართა

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურებთან ერთად მალთაყვის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა,რომ ტურიზმის განვითარებისა და შესაბამისად ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პირობაა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარება, სადაც უნდა განვითარდეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საკურორტო, სასტუმრო/დასასვენებელი კომპლექსები.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მთელი სანაპიროს მიმდებარედ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი) და დეტალური გეგმარების (სტრუქტურის ჩამოყალიბება) დოკუმენტის მომზადება კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ადგენს განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს – ქალაქმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები), ასევე განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს – ქალაქმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები) და განსაზღვრავს საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთებს (სამშენებლო მიწის ნაკვეთებს), საპროექტო ტერიტორია შეადგენს დაახლოებით 346 ჰა-ს.

საწყის ეტაპზე მომზადდა მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის პროექტი, რომლის საპროექტო ღირებულება შეადგენს 18 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს 2700 გრძ. მეტრზე სანაპირო გზისა და ბულვარის (საყვავილე-გაზონები, სკამი, ურნა) საფეხმავლო ხიდების, საპირფარეშოების, საშხაპეების, სათვალთვალო კოშკების, საჩრდილობლების მშენებლობას, სანაპიროსთან მისასვლელი 3 გზის მშენებლობას – (თითოეული საშუალოდ 500 გრ.მ-ზე), სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას ოქროს ტბის გაფართოებასა და გარშემო ტერიტორიის რეფულირებას, ოქროს ტბაზე წყლის სათხილამურო სპორტის (ვეიკპარკი) განვითარებისათვის ელექტრო მოწყობილობის მონტაჟს, გზებისა და ბულვარის განათებას.

2016 წელს მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა პირველი ეტაპის სამუშაოები, გაკეთდა სანაპირო გზა და მასთან მისასვლელი გზები (3 გზა) , სანაპირო გზასთან მოეწყო 300 გრძ. მეტრზე ბულვარი, რომლის მშენებლობისათვის გათვალისწინებული იყო 5 მილიონი ლარი.

მეორე ეტაპის სამუშაოებში გათვალისწინებულია ლერმონტოვის ქუჩის გაგრძელებაზე ახალი გზის განათების სისტემის მშენებლობა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი/სასტუმრო/ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, ოქროს ტბის გაფართოება და გარშემო ტერიტორიის რეფულირება, ოქროს ტბაზე წყლის სათხილამურო სპორტის (ვეიკპარკი) განვითარებისათვის ელექტრო მოწყობილობის მონტაჟი.

სხვა ახალი ამბები: