ფოთის მერმა მოჭიდავეებს წარმატებები მიულოცა და სიგელები გადასცა

0

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ჭიდაობა-სამბოში ევროპის ვიცე-ჩემპიონს გივი ნადარეიშვილსა და ოთხგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ვახტანგ ჩიდრაშვილს შეხვდა. ფოთელმა მოჭიდავემ გივი ნადარეიშვილმა, 18-20 მაისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში, 52 კგ წონით კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ქალაქის მერმა მოჭიდავეებს წარმატებები მიულოცა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მადლობის სიგელი გადასცა.