ფოთის მერმა ქალაქ კლაიპედასა და სუვალკის დელაგაციას უმასპინძლა

0

ფოთის მუნიციპელიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ ქალაქ კლაიპედასა და ქალაქ სუვალკის დელაგაციას უმასპინძლა,რომლის შემადგენლობაში არიან: პოლონეთის ქალაქ სუვალკის მერი ჩესლავ რეინკიევიჩი და ლიტვის ქალაქ კლაიპედას მერი ვიტაუტას გრუბლიაუსკასი.

მერმა სტუმრებს ქალაქის ისტორიაზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფოთში ტურისტული ბიზნესის განვითარების რეალურ პერსპექტივაზე, შიდა ეკონომიკის განვითარების ძირითად პრიორიტეტებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია ორი ქალაქის დაძმობილება და ურთიერთობების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით.

დელეგაციის წევრებმა ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

სხვა ახალი ამბები: