ფოთის მერმა ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ , მერის მოადგილეებმა ლევან ჩოჩიამ და ნიკოლოზ გრიგოლიამ უხუცესს ქალბატონებს,აფხაზეთისა და აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა დედებს 3 მარტი- დედის დღე პირადად მიულოცეს და სასაჩუქრე ნობათი გადასცეს.

„ყველა დედას მინდა მივულოცო ეს მშვენიერი დღე, ვუსურვებ მათ მშვიდობას, ჯანმრთელობას და სამშობლოსათვის განათლებული, საამაყო შვილების აღზრდას. გაზაფხულივით ლამაზი, ფერადოვანი და სიცოცხლით სავსე ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება. სიმბოლურია, რომ დედის დღე გაზაფხულის დასაწყისშია – ერთიც და მეორეც ხომ სიცოცხლის საწყისია. „-განაცხადა ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ.

სხვა ახალი ამბები: