ფოთის მერმა საგაზახულო გამწვანების სამუშაო პროცესი დაათვალიერა

0

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ საგაზახულო გამწვანების სამუშაო პროცესი დაათვალიერა.
ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრის მიერ, რუსთაველის რკალის მიმდებარედ დეკორატიული ბუჩქები, მარადმწვანე და მრავალწლიანი მცენარეები დაირგო. კვიპაროსები, ნანდინა, განთხმული ხვია, ფოტინია, ევონიუსი და ა.შ.

სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობის განყოფილების უფროსის სანათა თოდუას თქმით, ნერგები ნიადაგისა და კლიმატური პირობების შესაბამისად იქნა შერჩეული. გამწვანების სამუშაოები მალე აღმაშენებლის ქუჩასა და 9 აპრილის ხეივანზე ჩატარდება.
სამუშაო პროცესი ფოთის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თორნიკე კირთაძემ მოინახულა.