ფოთის მერმა სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

0

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილებთან ირაკლი თოფურიასთან, გიორგი ფარეშიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სტადიონზე მიმდინარე მშენებლობისა და ბალახის საფარის დაგების სამუშაოები დაათვალიერა.

ფოთის საფეხბურთო სტადიონზე გადახურვის სამუშაოები დაიწყო. მზადდება სივრცე მძიმე კონსტრუქციების დასამონტაჟებლად.

მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება.