ფოთის მერმა უპოვართა სახლის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ უპოვართა სახლის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში სააღდგომო ნობათი 230 -მა ბენეფიციარმა მიიღო.

ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან უპოვართა სასადილოსთვის, პროგრამის მიხედვით, 230 000 ლარია განსაზღვრული, სადაც ყოველდღიურად 230 ბენეფიციარი იკვებება, 20 სოციალურად დაუცველს კი სადილი სახლებში ეგზავნებათ.გარდა ამისა , თითოეულ მათგანს ფოთის მუნიციპალიტეტიდან დღესასწაულებზე სასაჩუქრე ნობათი ურიგდებათ.

სხვა ახალი ამბები: